სუსო
Aa
Aa

სუსო "ატლეტიკოსაც" მოუნდა

მადრიდის "ატლეტიკო", ზაფხულში, "მილანის" შემტევის, სუსოს შეძენას ეცდება.

Tuttosport-ის თქმით, "მილანის" ბოლო 2 შეხვედრას მადრიდული კლუბის სკაუტი ესწრებოდა და სუსოს თამაშს აკვირდებოდა.

გარდა ამისა, კულუარული ცნობით, გასულ კვირას ესპანელთა წარმომადგენლები "მილანის" სპორტულ დირექტორ მასიმილიანო მირაბელისაც შეხვდნენ.

სუსოს "როსონერისთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბმა მას ხელფასის მომატება და ხელშეკრულების 2021 წლამდე გაგრძელება შესთავაზა.

23 ესპანელი "მილანში" ინგლისური "ლივერპულიდან" გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები