Aa
Aa

"ლაიფციგს" "ჩემპიონთა ლიგაზე" არ დაუშვებენ?

მოგეხსენებათ, ავსტრიულ "ზალცბურგსა" და გერმანულ "ლაიფციგს", კომპანია "რედ ბული" ფლობს. 

ავსტრიის ჩემპიონატში "ზალცბურგმა" ჩემპიონობა გაინაღდა, რაც მას "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფში თამაშის საშუალებას აძლევს, "ლაიფციგმა" კი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე თამაში დაიმსახურა.

"უეფას" წესის მიხედვით, ერთი კომპანიისა თუ პიროვნების ორ ან მეტ გუნდს, "ჩემპიონთა ლიგაზე" მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.

იმის გამო, რომ "უეფას" რეიტინგში "ზალცბურგი" "ლაიფციგზე" მაღალ ადგილს იკავებს, "ჩემპიონთა ლიგაზეც" ეს გუნდი გავა.

ზაფხულში "უეფა" ამ საკითხს განიხილავს და შესაძლოა "ლაიფციგი" ტურნირზე მაინც დაუშვან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები