პეპე
Aa
Aa

პეპე "ინტერს" შეუთანხმდა

იტალიური და ესპანური პრესის ერთობლივი ინფორმაციით, "რეალის" პორტუგალიელი მცველი, პეპე, სეზონის ბოლოს "ინტერში" გადავა.

სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო ამ კვირაში ფეხბურთელის აგენტი მილანელებს შეხვდება, რითაც ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდება.

პეპე "ინტერთან" 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს აიღებს.

მას შემოთავაზებები ჩინეთიდანაც ჰქონდა, თუმცა ევროპაში დარჩენის სურვილი თავად გამოთქვა.

პეპე "რეალში" 2007 წელს "პორტოდან" გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები