Aa
Aa

"ინტერის" ერთ-ერთი ვარიანტი პოჩეტინოა

მილანის "ინტერიდან" რამდენიმე დღის სტეფანო პიოლი გაუშვეს და მისი შემცვლელის საკითხი აქტიურად განიხილება.

არაერთხელ დაიწერა, რომ "ნერაძურის" ბოსებს ამ პოსტზე დიეგო სიმეონე და ანტონიო კონტე სურთ, თუმცა ასევე არის სხვა საინტერესო ვარიანტებიც.

ერთ-ერთი მათგანი "ტოტენჰემის" თავკაცი, მაურისიო პოჩეტინოა, რომელსაც მილანელები ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. 

პოჩეტინოს პოზიცია უცნობია, მაგრამ ინგლისურმა პრესამ უკვე დაწერა, რომ თუკი ის "დეზებს" დატოვებს, მის ადგილს ამჟამად "ბორნმუთის" მწრთნელი, ედი ჰაუ დაიკავებს. 

"ინტერს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს და იგი ლუის ენრიკეა. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მილანური კლუბის სპორტულ დირექტორად ვალტერ საბატინი დაინიშნა, ითქვა ისიც, რომ შესაძლოა მან კლუბში ლუჩიანო სპალეტი მოიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ "ინტერს" სეზონის ბოლომდე პრიმავერას ყოფილი მწვრთნელი, სტეფანო ვეჩი უთავკაცებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები