რიკარდო როდრიგესი თითქმის
Aa
Aa

რიკარდო როდრიგესი თითქმის "მილანელია"

იტალიური "მილანი" გერმანული "ვოლფსბურგის" შვეიცარიელი განაპირა მცველის, რიკარდო როდრიგესის შეძენასთან ერთ ნაბიჯშია.

"როსონერის" ბოსები მომავალ კვირას გერმანიაში ჩავლენ და ტრანსფერის ბოლო დეტალებს ადგილზე შეათანხმებენ. თუ ჩვენ იტალიელ კოლეგებს დავუჯერებთ, მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალობებია. 

SportItalia-ს ინფორმაციით, "მილანი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გადაიხდის, პლიუს ამას "ვოლფსბურგი" სეზონის მიმდინარეობისას ბონუსებსაც მიიღებს.

რაც შეეხება ფეხბურთელის ხელფასს, იგი წელიწადში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

24 წლის როდრიგესი "ვოლფსბურგში" 2012 წელს "ციურიხიდან" გადავიდა. იგი შვეიცარიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები