ლაკაზეტი:
Aa
Aa

ლაკაზეტი: "ფინალამდე ცოტა დაგვაკლდა"

ფრანგული "ლიონის" ლიდერმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, "ევროპის ლიგის" 1/2 ფინალში "აიაქსთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ფინალში გასვლასთან არცთუ შორს ვიყავით. შეტევასა და დაცვაში საკმარისად ზუსტად ვერ ვითამაშეთ.

იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ნებისმიერ ტურნირზე აქამდე მოსვლა და წაგება ძალიან გულდასაწყვეტია.

ყველაფერი გავიღეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც მთელი მატჩი მხარში გვედგა". - თქვა ლაკაზეტმა.

"ლიონის" მე-10 ნომერმა გუშინდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები