Aa
Aa

"ევროპის ლიგის" ფინალში "აიაქსი" და "მანჩესტერი" შეხვდებიან

"ევროპის ლიგის" 2016-2017 წლების სეზონის ფინალურ შეხვედრაში "აიაქსი" და "მანჩესტერი" დაუპირისპირდებიან.

1/2 ფინალის საპასუხო მატჩში ამსტერდამელებმა "ლიონთან" 1:3 წააგეს, თუმცა პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

"პარკ ოლიმპიკი ლიონზე" გამართულ შეხვედრაში "აიაქსი" კასპერ დოლბერგმა დააწინაურა, რასაც პირველსავე ტაიმში მასპინძელთა ლიდერის, ალექსანდრ ლაკაზეტის დუბლი მოყვა.

მეორე ნახევარში გეძალის მიერ გატანილი გოლი ფრანგებს ფინალში გასასვლელად არ ეყოთ.

"მანჩესტერმა" "ოლდ ტრაფორდზე" ვიგოს "სელტა" მიიღო და პირველ მატჩში შექმნილი ფორა გამოიყენა.

მე-17 წუთზე ფელაინიმ ინგლისელები წინ გაიყვანა და ორი თამაშის ჯამში 2:0 გახადა. 

შეხვედრის მიწურულს "სელტამ" ფაკუნდო რონკალიას გოლით გაათანაბრა და დარჩენილ დროში კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა.

ესპანელებმა შეუტიეს და ბოლო წამებზე სუპერმომენტიც შექმნეს, თუმცა ჯონ გუიდეტიმ 4 მეტრიდან ვერ გაიტანა. 

"ევროპის ლიგის" ფინალი 24 მაისს სტოკჰოლმში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები