Aa
Aa

"ვალენსიას" მარსელინიო ჩაიბარებს

ესპანურმა "ვალენსიამ" მარსელინიო გარსია ტორალთან შეთანხმებას მიაღწია და იგი ამ გუნდის მწვრთნელის პოსტზე მინიმუმ 2 წელიწადს გაატარებს. 

ვალენსიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მიმდინარე სეზონს მწვრთნელის პოსტზე სალვადორ გონსალეს მარკო, იგივე ვორო ჩაამთავრებს. 

მარსელინიოს წარდგენა სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება და სხვა დაწვრილებითი დეტალებიც ამის შემდეგ გვეცოდინება.

შეგახსენებთ, რომ მარსელინიომ გასულ წელს "ვილიარეალში" წარმატებით იმუშავა და გუნდი ლა ლიგის ოთხეულში, შესაბამისად, "ჩემპიონთა ლიგაზე" გაიყვანა, თუმცა მიმდინარე სეზონის დასაწყისში ის და "ვილიარეალის" ბოსები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და მწვრთნელმა პოსტი თავისი ნებით დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები