გაბი:
Aa
Aa

გაბი: "ბენზემამ ოცნება წაგვართვა"

მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანმა, გაბიმ, "რეალთან" (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"საერთო ჯამში ვითამაშეთ ისე, როგორც შევძელით. ვფიქრობ, პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ.

ბენზემამ გენიალური მომენტი შექმნა, საოცრად იმოქმედა და ოცნება წაგვართვა. 

ჩვენ ბრძოლა გავაგრძელეთ, რადგანაც ყურების ჩამოყრა "ატლეტიკოს" ხასიათში არაა. თითოეული თანაგუნდელით ვამაყობ". - თქვა გაბიმ.

"ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 4 სეზონში "ატლეტიკოსთვის" "რეალი" დაუძლეველი ბარიერია. 2014-სა და 2016-ში მასთან ფინალში წააგო, 2015-ში 1/4 ფინალში, ხოლო 2017-ში 1/2 ფინალში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები