სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "ამ გუნდით ვამაყობ"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, "რეალთან" (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩემ ფეხბურთელებს ძალიან დიდი გული აქვთ. მათ დღეს გასაოცრად იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს. 

დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენ არ წაგვიგია, ჩვენ უბრალოდ ტურნირს გამოვეთიშეთ. ამ გუნდმა განვითარება აუცილებლად უნდა გააგრძელოს.

რას ვგრძნობ? რა თქმა უნდა, სიამაყეს. ჩემმა ბიჭებმა დღესაც ბოლომდე იბრძოლეს. თუ ბოლო წლებს გადავხედავთ, ჩვენ მოვიგეთ "ევროპის ლიგა", ევროპის "სუპერ თასი", ესპანეთის ჩემპიონატი, "კოპა დელ რეი", ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც თითოეულ ფეხბურთელზეა დამოკიდებული და ერთ მოთამაშესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. "რეალი" არის გუნდი, რომელსაც არაერთი ინდივიდუალისტი ჰყავს. 

პირველი 25 წუთი ბრწყინვალედ ვთამაშობდით და ზოგადად პირველ ტაიმს სრულყოფილი ფეხბურთი შემიძლია ვუწოდო, თუმცა ტაიმის ბოლოს მეტოქემ პირველსავე შეცდომით ისარგებლა. ბენზემამ საოცრად ითამაშა და უყურადღებობა არ გვაპატია, სწორედ ესაა ფეხბურთი". - განაცხადა სიმეონემ.

"ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 4 სეზონში "ატლეტიკოსთვის" "რეალი" დაუძლეველი ბარიერია. 2014-სა და 2016-ში მასთან ფინალში წააგო, 2015-ში 1/4 ფინალში, ხოლო 2017-ში 1/2 ფინალში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები