Aa
Aa

"ინტერმა" სტეფანო პიოლი დაითხოვა!

მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო პიოლი გაათავისუფლა.

"გვინდა გაუწყოთ, რომ კლუბმა სტეფანო პიოლისა და მის საწმვრთნელო შტაბთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

მადლობას ვუხდით მათ ბოლო 6 თვეში გაწეული სამსახურისათვის. 

სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად პრიმავერას თავკაცი, სტეფანო ვეჩი შეასრულებს". - ვკითხულო "ინტერის" ოფიციალურ განცხადებაში.

პიოლის ხელმძღვანელობით "ნერაძურიმ" უკანასკნელ 7 ტურში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები