ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი "როლან გაროსამდე" კორტზე აღარ გამოვა

ფეხის ტრავმის გამო, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყველა უახლოეს ტურნირს გამოტოვებს.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ჩოგბურთელის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფეხის ტრავმის გამო, ბასილაშვილი პაუზას იღებს და „როლან გაროსისთვის“ (საფრანგეთის ღია პირველობა) მოემზადება, რომელსაც ძირითადი ბადიდან დაიწყებს.

საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადის მატჩები 28 მაისს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები