ჯოკოვიჩმა გუნდიდან 3 წევრი გაუშვა
Aa
Aa

ჯოკოვიჩმა გუნდიდან 3 წევრი გაუშვა

მსოფლიო რეიტნგის მეორე ნომერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, თავისი გუნდის სამი წევრი დაითხოვა: მწვრთნელს მარიან ვაიდა, ფიზმომზადების სპეციალისტი ფილ გრიმი და ფიზიოთერაპევტი მილიანო ამანოვიჩი.

“მინდა აღმასვლა გავაგრძელო, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მატჩების ანალიზის დროს მივხვდი, რომ სიახლე მჭირდება. კვლავ შემიძლია ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება”. - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

მარიან ვაიდა ჯოკოვიჩის გუნდში 2006 წლიდან ირიცხებოდა, ამანოვიჩი 2007 წლიდან, ხოლო ფილ-გრემი 2009-დან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები