მირაბელი:
Aa
Aa

მირაბელი: "მილანი" მორატას ტრანსფერზე არ მუშაობს"

იტალიური "მილანის" სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ, კლუბის სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა.

"მე ვიყავი მადრიდში ერთ-ერთ მატჩზე, თუმცა არა მორატაზე დასაკვირვებლად. ის ამ ეტაპზე "მილანის" ინტერესებში არაა. 

რაზეც ახლა ვფიქრობ სეზონის წარმატებით ჩამთავრებაა, რის შემდეგაც სატრანსფერო თემებზე გადავერთვებით.

კესიე? ჩვენ ბევრი საინტერესო ფეხბურთელი გვყავს ინტერესთა სფეროში, თუმცა ამ საკითხზეც სამომავლოდ ვისაუბროთ". - განაცხადა მირაბელიმ. 

წინა კვირას იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ "მილანი" მორატას აგენტს უკვე დაეკონტაქტა და ტრანსფერზეც ამუშავდა. მირაბელი ამ ყველაფერს უარყოფს, თუმცა ასეთ დროს მსგავსი კომენტარები ძალიან ხშირად გვესმის და მერე საქმე სულ სხვაგვარად სრულდება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები