ვაცკე: „ბაიერნს“ წარმატებებს ვუსურვებთ
Aa
Aa

ვაცკე: „ბაიერნს“ წარმატებებს ვუსურვებთ

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობას, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ გამარჯვება სურთ და მათ წარმატებებს უსურვებენ. ამის შესახებ განცხადება „დორტმუნდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იოაჰიმ ვაცკემ გააკეთა.

„ჩვენ რათქმაუნდა „ბაიერნს“ ვუგულშემატკივრებთ. მე იგივე, ამ გუნდებს შორის გასამართ პირველ შეხვედრამდეც განვაცხადე, თუმცა ეს სამწუხაროდ მიუნხენელებს ვერ დაეხმარა. თუ გუარდიოლას გუნდის არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მათ სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა თუ ვინმეს სასწაულის გაკეთება შეუძლია, ეს სწორედ „ბაიერნია“ - განაცხადა ვაცკემ ინტერნეტ-გამოცემა „Sport1“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნსა“ და კატალონიის „ბარსელონას“ შორის გასამართი მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები