ამ დღეს:
Aa
Aa

ამ დღეს: "ტორინოს" ტრაგედიიდან 68 წელი გავიდა...

1949 წლის 4 მაისს, იმ პერიოდის იტალიისა და ბევრის აზრით მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, "ტორინო", ავიაკატასტროფაში მოყვა, რომელსაც გუნდის ყველა წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სანდრო მაცოლას მამის, ვალენტინო მაცოლას, იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კაპიტნობით, "გრანატა" ამხანაგური მატჩის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, როცა ტურინის სიახლოვეს ცუდი ამინდის გამო, თვითმფრინავის მართვა შეუძლებელი გახდა, რამაც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრაგედია გამოიწვია.

ბორტზე, "ტორინოს" მთელი გუნდთან ერთად (ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და სხვა წარმომადგენლები), 3 ჟურნალისტიც იმყოფებოდა - ყველა მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. 

საერთო ჯამში ამ ავიაკატასტროფას 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

"ტორინოს" იტალიის ზედიზედ 4 ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული, ხოლო იმ მომენტისათვის სეზონის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე "ინტერს" 4 ქულით უსწრებდა და ზედიზედ მეხუთე ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო. 

ტრაგედიამ ამ მხრივ ვერაფერი შეცვალა. იმ სეზონის "სკუდეტო" მაინც "დიდ ტორინოს" გადასცეს და მეხუთე ჩემპიონობა, მთავარი გმირების გარეშე, გულშემატკივრებმა იზეიმეს...

დღეს კი ტურინი წითელია! "ტორინოს" ტიფოზები იმ ადამიანების სახელობის მემორიალთან იკრიბებიან, რომელთაც კიდევ ბევრი უნდა გაეკეთებინათ...

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები