Aa
Aa

"მილანი" და მორატა რეალურია?

იტალიური Sky-ს ინფორმაციით, "მილანის" სპორტული დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი, "რეალისა" და "ატლეტიკოს" შეხვედრას ესწრებოდა და ალვარო მორატას თამაშს აკვირდებოდა. 

როგორც შემდეგ გაირკვა, ის მორატას წარმომადგენელსაც შეხვდა, ტრანსფერზე ჩამოუგდო სიტყვა და განუცხადა, რომ "მილანი" ფეხბურთელით ინტერესს ღიად გამოხატავს. 

ესპანელი ფორვარდის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც პრესაში ვარაუდობენ, მორატას უარი არ უთქვამს და იგი იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი სულაც არაა, შესაბამისად, ოფიციალური მოლაპარაკებები თითქმის კარზეა მომდგარი. 

"მილანის" ახალი მფლობელები, ზაფხულში სერიოზული სატრანსფერო პოლიტიკის გატარებას აპირებენ. მათ საამისოდ 150 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული. 

როგორც დღეს La Gazzetta Dello Sport-მა დაწერა, გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან "როსონერის" ღირსებას, "ვილიარეალის" არგენტინელი მცველი, მატეო მუსაჩიო დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები