მატჩის წინ - სელტა VS მანჩესტერი
Aa
Aa

მატჩის წინ - სელტა VS მანჩესტერი

* „სელტა“ ევროტურნირების 1/2 ფინალში პირველად თამაშობს.

* ეს გუნდები ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.

* „იუნაიტედს“ ესპანეთში გამართულ მატჩებში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს. მან ამ ქვეყანაში 22 გასვლითი თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც მხოლოდ 2 მოიგო.

* მასპინძლებს ტრავმების გამო ჯუზეპე როსი და ძირითადის ცენტრალური მცველი, პლანიასი დააკლდებათ.

* სტუმართა შორის იბრაჰიმოვიჩი, შოუ, ფოსუ-მენსა და როხო ვერ ითამაშებენ. საეჭვოა ბაილის, პოგბას, მატას, ჯოუნსისა და სმოლინგის მოედანზე გასვლაც. 

* საკადრო პრობლემების გამო, ჟოზე მოურინიო დაცვის ცენტრში ან დარმიანს ან კერიკს გაამწესებს.

მწვრთნელების კომენტარები

ედუარდო ბერისო: "ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და ამ შემთხვევაში ჩვენი ოცნების ასრულებას შევძლებთ.

ასეთ გუნდთან თამაში, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვეაა, რაც მოტივაციას გვმატებს და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მისი დამარცხების ერთადერთი გზა, ჩვენი მენტალიტეტის გამოვლენა და თამაშში მთელი გულის ჩადებაა. 

ეს ის მატჩია, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდებიან. იმედი მაქვს, დღევანდელი საღამო ჩვენთვის კარგად მოსაგონარი გახდება".

ჟოზე მოურინიო: "მე არასდროს ვფიქრობ პოტენციურ ტიტულებზე. უბრალოდ ვიცი, რომ "იუნაიტედს" ეს ტურნირი მოგებული არ აქვს. კარგი იქნება თუ გვქნება სათქმელი: "ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ტურნირი აქვს მოგებული. 

მით უმეტეს, ამ პრობლემების ფონზე (გულისხმობს ტრავმებს - ი.ფ.) ტიტულის მოგება და მომავალ წელს "ჩემპიონთა ლიგაზე" თამაში, მშვენიერი იქნებოდა. 

ამ ტურნირზე არაერთი მაღალი დონის კლუბი გამოდიოდა. თავისთავად ის, რომ "სელტამ" 1/2 ფინალამდე მოაღწია, მათ ძალაზე ნათლად მეტყველებს".

სავარაუდო შემადგენლობები

სელტა: სერხიო ალვარესი - უგო მალიო, გუსტავო კაბრალი, ფონტასი, ხონი კასტრო - რადოია, პაბლო ერნანდესი - ვასი - იაგო ასპასი, სისტო - გუიდეტი. 

მანჩესტერი: რომერო - ვალენსია, ბაილი, დარმიანი, იანგი - კერიკი, პოგბა, ერერა - მხითარიანი - მარსიალი, რაშფორდი.

შეხვედრას რუსი რეფერი, სერგეი კარასევი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები