მოურინიოს პრესკონფერენცია
Aa
Aa

მოურინიოს პრესკონფერენცია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ვიგოს "სელტასთან" "ევროპის ლიგის" პირველი 1/2 ფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მე არასდროს ვფიქრობ პოტენციურ ტიტულებზე. უბრალოდ ვიცი, რომ "იუნაიტედს" ეს ტურნირი მოგებული არ აქვს. კარგი იქნება თუ გვქნება სათქმელი: "ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ტურნირი აქვს მოგებული. 

მით უმეტეს, ამ პრობლემების ფონზე (გულისხმობს ტრავმებს - ი.ფ.) ტიტულის მოგება და მომავალ წელს "ჩემპიონთა ლიგაზე" თამაში, მშვენიერი იქნებოდა. 

ამ ტურნირზე არაერთი მაღალი დონის კლუბი გამოდიოდა. თავისთავად ის, რომ "სელტამ" 1/2 ფინალამდე მოაღწია, მათ ძალაზე ნათლად მეტყველებს". - განაცხადა მოურინიომ. 

"სელტა" და "მანჩესტერი", დღეს, 23:05 საათზე, "ბალაიდოსზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები