ბერისოს პრესკონფერენცია
Aa
Aa

ბერისოს პრესკონფერენცია

ვიგოს "სელტას" მთავარმა მწვრთნელმა, ედუარდო ბერისომ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ევროპის ლიგის" პირველი 1/2 ფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და ამ შემთხვევაში ჩვენი ოცნების ასრულებას შევძლებთ.

ასეთ გუნდთან თამაში, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვეაა, რაც მოტივაციას გვმატებს და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მისი დამარცხების ერთადერთი გზა, ჩვენი მენტალიტეტის გამოვლენა და თამაშში მთელი გულის ჩადებაა. 

ეს ის მატჩია, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდებიან. იმედი მაქვს, დღევანდელი საღამო ჩვენთვის კარგად მოსაგონარი გახდება". - თქვა ბერისომ.

"სელტა" და "მანჩესტერი", დღეს, 23:05 საათზე, "ბალაიდოსზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები