რაიოლა:
Aa
Aa

რაიოლა: "ზლატანი სრულად გამოჯანმრთელდება"!

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი, მინო რაიოლა, სასიამოვნო განცხადებას აკეთებს, რომელიც შვედის ფანებს იმედით განაწყობს. 

რაიოლას თქმით, ოპერაციამ შესანიშნავად ჩაიარა და ექიმებმა ზლატანს სრულად გამოჯანმრთელების იმედი მისცეს. როგორც აგენტი ამბობს, მისი კლიენტი კარიერას აუცილებლად გააგრძელებს.

იბრას "იუნაიტედთან" კონტრაქტი ივნისში ეწურება და ჯერჯერობით გახანგრძლივების თაობაზე ახალი არაფერია.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 20 აპრილს "ანდერლეხტთან" "ევროპის ლიგის" მატჩისას მიიღო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები