გაბრიელ ჟესუში:
Aa
Aa

გაბრიელ ჟესუში: "გამოუყენებელი მომენტების გამო ვწუხვარ"

"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ტალანტმა, გაბრიელ ჟესუშმა, "მიდლსბროსთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"3 თვე გამიცდა და ჯერ 100%-ით მზად არ ვარ. გამოუყენებელი მომენტების გამო ვწუხვარ. რამდენიმე ძალიან კარგი შანსი მომეცა, მაგრამ რეალიზება მხოლოდ ერთხელ შევძელი. 

საერთო ჯამში თამაშს ვაკონტროლებდით და ბევრი მომენტიც შევქმენით, თუმცა საბოლოოდ ეს შედეგი დაფიქსირდა. 

ნებისმიერ შეხვედრაში ვცდილობ ვისწავლო და გამოცდილება მივიღო. 

პრემიერ ლიგა რთული ტურნირია და ჩვენ ვიცით, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით რთული იქნება". - განუცხადა "სიტის" ოფიციალურ საიტს ჟესუშმა. 

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურში, "მიდლსბრომ" და "სიტიმ" 2:2 ითამაშეს. სტუმართა მხრიდან აგუერომ და გაბრიელ ჟესუშმა გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები