Calciomercato: კესიე
Aa
Aa

Calciomercato: კესიე "მილანში" გადასვლას დათანხმდა!

ბერგამოს "ატალანტას" 20 წლის კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველი, ფრანკ კესიე, "მილანში" გადასვლას დათანხმდა. 

როგორც Calciomercato-მ დაწერა, ფეხბურთელთან "მილანმა" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და მას ხელფასის სახით წელიწადში 1.8 მილიონ ევროს დაჰპირდა. 

"შავ-წითლების" ბოსები "ატალანტას" წარმომადგენლებსაც ესაუბრნენ და სატრანსფერო თანხად 28 მილიონი ევრო შესთავაზეს. 

კესიეს, რომელსაც სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 27 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ლონდონის "ჩელსი" და "რომაც" ეპატიჟებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები