ესპანური პრესა:
Aa
Aa

ესპანური პრესა: "ბარსელონასა" და ვერატის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს!

ესპანური პრესის, კონკრეტულად კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" მარკო ვერატისთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. 

გარიგების წარმატებით დასრულებით თავად ფეხბურთელიცაა დაინტერესებული და სწორედ ამის გამოა, რომ მისი აგენტი ბოლო დროს ბარსელონას ქუჩებში რამდენჯერმე დააფიქსირეს. 

გარდა ამისა, დონატო დი კამპლი "ბარსელონა"-"იუვენტუსის" (0:0) შეხვედრასაც ესწრებოდა, ხოლო იქამდე "ბარსელონა"-"პსჟ"-ს მატჩსაც თვალი "ნოუ კამპის" ტრიბუნებიდან ადევნა.

ფრანგულ გუნდს თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა არ სურს, თუმცა მისი შენარჩუნება უკვე წარმოუდგენლად მოჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები