Marca:
Aa
Aa

Marca: "რეალი" დე ხეას 75 მილიონად შეიძენს!

მადრიდული გამოცემის, Marca-ს კულუარული ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "რეალმა" დავიდ დე ხეას ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. 

"სამეფო კლუბი" 26 წლის მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის და ზაფხულში მასთან კონტრაქტს გააფორმებს, რითაც ამ უგრძელეს სატრანსფერო საგას წერტილი დაესმება. 

ბრიტანულმა პრესამ ისიც დაწერა, რომ დე ხეამ "რეალში" გადასვლაზე თანხმობა კიდევ ერთხელ განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები