გვარდიოლა დერბის წინ:
Aa
Aa

გვარდიოლა დერბის წინ: "მოურინიო მეზობელივითაა"...

მანჩესტერული დერბის წინ, "სიტის" თავკაცმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"მე და მოურინიო მეზობლებივით ვართ. როცა ერთმანეთს ვნახავთ, ვეტყვით - "გამარჯობა". 

მეტოქედ კარგი გუნდი გვყავს. უმაღლესი დონის შემსრულებლებითა და პრემიერ ლიგაში დიდ ხნიანი წაუგებელი სერიით.

9 წელია მწვრთნელი ვარ და ეს ჩემთვის პირველი სეზონია, რომელსაც ტიტულის გარეშე დავასრულებ. ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მოხდა ახლა. დარწმუნებული ვარ კიდევ მოხდება, თუკი სამწვრთნელო სფეროში დიდ ხანს დავრჩები. 

თუმცა ეს საგანგაშო არაა, რადგან თუნდაც ამ სეზონში არაერთი ევროპული გრანდი დარჩა უტიტულოდ". - განაცხადა გვარდიოლამ. 

"სიტისა" და "მანჩესტერის" შეხვედრა, დღეს, "ეტიჰედ სთედიუმზე", 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები