ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "ბებიაჩემს, რომ ბორბლები ჰქონოდა"...

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანელ ჟურნალისტებს საინტერესო პასუხი გასცა.

მას რეპორტიორები ბოლო ტურში "მალაგა"-"რეალის" შეხვედრაზე დაეკითხნენ - შეუძლია თუ არა, "მალაგას" "რეალის" ისევე დამარცხება, როგორც რამდენიმე ტურის წინ "ბარსელონას" მოუგო. 

"ბებიაჩემს, რომ ბორბლები ჰქონოდა, ველოდიპედი იქნებოდა. ამ კითხვაზე სხვა პასუხი არ მაქვს". - იხუმრა ლუის ენრიკემ. 

შეგახსენებთ, რომ "მალაგას" მთავარი მწვრნელი "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მიჩელია. მას თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა "სამეფო კლუბში" აქვს გატარებული. 1982-1996 წლებში მიჩელმა "რეალის" მაისურით 500-ზე მეტი მატჩი ითამაშა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები