ბელგიურმა ჟურნალმა აზარს
Aa
Aa

ბელგიურმა ჟურნალმა აზარს "რეალის" ფორმა ჩააცვა...

მას შემდეგ, რაც "რეალის" მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა, ედენ აზარის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლაზე სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ. 

დღეს ბელგიური სპორტული ჟურნალის Sport Foot Magazine-ს ყდაზე ედენ აზარი "რეალის" მაისურით გამოსახეს და სტატიაში წერს, რომ გასული წლის ნოემბერში მადრიდული გრანდის გენერალური მენეჯერი ხოსე ანხელ სანჩესი აზარის წარმომადგენლებს შეხვდა და ტრანსფერზე ესაუბრა. 

ზიდანის აზარისადმი სიმპატიები არახალი ამბავია. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დაველოდოთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები