Aa
Aa

"აიაქსის" საშინაო არენას იოჰან კრუიფის სახელი დაერქმევა!

ამსტერდამის "აიაქსის" დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ კლუბის საშინაო სტადიონ "ამსტერდამ არენას" სახელი გადაარქვას. 

მომავალი სეზონიდან ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ სტადიონს "იოჰან კრუიფ არენა" დაერქმევა. 

"კლუბის დირექტორთა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი დაერქვას. ადამიანისა, რომელიც ჰოლანდიისა და მსოფლიოს მასშტაბით ყველამ იცის და პატივს სცემს". - ვკითხულობთ "აიაქსის" "ტვიტერის" გვერდზე. 

ლეგენდარული იოჰან კრუიფი "აიაქსის" შემადგენლობაში 1964-1973 და 1981-1983 წლებში თამაშობდა. მან კლუბთან ერთად 8-ჯერ ჰოლანდიის ჩემპიონატი, 5-ჯერ ქვეყნის თასი, 3-ჯერ "ჩემპიონთა თასი", "უეფას" სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. 

კრუიფი, რომელიც გასული წლის 24 მარტს გარდაიცვალა და წელს 70 წლის გახდებოდა, "აიაქსს" 1985-1988 წლებში წვრთნიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები