კაკადან ვალერიმდე - MLS-ის ხელფასები ცნობილია!
Aa
Aa

კაკადან ვალერიმდე - MLS-ის ხელფასები ცნობილია!

პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) ფეხბურთელთა ხელფასები გამოაქვეყნა. 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, "ორლანდო სიტის" ბრაზილიელი ვარსკვლავი კაკაა, რომელიც წელიწადში 7.2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 

კაკას სულ მცირედით ჩამორჩება "ტორონტოს" იტალიელი შემტევი სებასტიან ჯოვინკო - "ატომური ჭიანჭველას" ხელფასი 7.1 მილიონი დოლარია. 

მესამე ადგილზე 6.5 მილიონი დოლარით, ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი მაიკლ ბრედლია. 

საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. კაკა (ორლანდო სიტი) - 7.2 მილიონი დოლარი

2. სებასტიან ჯოვინკო (ტორონტო) - 7.1 მილიონი დოლარი

3. მაიკლ ბრედი (ტორონტო) - 6.5 მილიონი დოლარი

4. ანდრეა პირლო (ნიუ იორკ სიტი) - 5.9 მილიონი დოლარი

5. დავიდ ვილია (ნიუ იორკ სიტი) - 5.6 მილიონი დოლარი

6. ჯოვანი დოს სანტოსი (ლოს ანჯელეს გალაქსი) - 5.5 მილიონი დოლარი

7. ბასტიან შვაინშტაიგერი (ჩიკაგო ფაიერი) - 5.4 მილიონი დოლარი

8. ჯოზი ალტიდორი (ტორონტო) - 4.9 მილიონი დოლარი

9. კლინტ დემპსი (სიეტლ საუნდერსი) - 3.9 მილიონი დოლარი

10. დიეგო ვალერი (პორტლენდ ტაიმბერსი) - 2.6 მილიონი დოლარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები