პოგბა
Aa
Aa

პოგბა "სიტისთან" ვერ ითამაშებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ პოლ პოგბა მანჩესტერულ დერბიში თამაშს ვერ შეძლებს. 

ჟოზეს თქმით, პოგბას მოედანზე გამოსვლა გამორიცხულია. სამაგიეროდ, მწყობრშია ანდერ ერერა, რომელიც საკუთარ გუნდს ხვალინდელ მატჩში დაეხმარება. 

"ჩვენ უნდა წავიდეთ იმ შემადგენლობით, რაც გვყავს და ვიბრძოლოთ იმით, რაც გვაქვს. მე ბიჭების მჯერა. ჩვენ მეომრები ვართ და ვიბრძოლებთ". - განაცხადა ჟოზემ. 

"სიტისა" და "მანჩესტერის" შეხვედრა, დღეს, "ეტიჰედ სთედიუმზე", 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები