ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი კიევის
Aa
Aa

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი კიევის "დინამომ" მოიგო

20-25 აპრილს თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ამ ტურნირის გასული წლის ჩემპიონი - ჰოლანდიური "ალკმაარი", მილანის "ინტერი", ბელგიური "გენტი", ზაგრების "დინამო", აზერბაიჯანული "გაბალა", კიევის "დინამო", თურქული "ტრაბზონსპორი" და თბილისის "დინამო" იღებდნენ. 

ფინალური შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა და მასში "ალკმაარი" კიევის "დინამოს" დაუპირისპირდა. მატჩის პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტი კიეველები აღმოჩნდნენ და თასსაც დაეუფლნენ. 

ტურნირზე მე-3 ადგილი ბელგიურმა "გენტმა" დაიკავა. რაც შეეხება თბილისის "დინამოს", იგი ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე გავიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები