ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Aa
Aa

ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საშინელი ამბავი მოხდა თურქეთში. ჩეხეთის ნაკრებისა და თურქული "გაზიანთეფის" 31 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანცისეკ რაიტორალმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

"სამწუხაროდ, უნდა დავადასტურო, რომ საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვს. მისი სერიოზული პრობლემების შესახებ არაფერი მსმენია. იგი საღი და ნათელი აზროვნებით გამოირჩეოდა". - აცხადებს "გაზიანთეფის" პრეზიდენტი იბრაჰიმ კიზილი. 

"მშვიდად განისვენე "რაიტ". ჩვენ ყველას ძალიან გვენატრები და არასდროს დაგვავიწყდები". - ვკითხულობთ რაიტორალის ყოფილი კლუბის, "პლზენის" განცხადებაში. 

რაიტორალი "ევრო 2012"-ზე ნაკრებთან ერთად 1/4 ფინალში გავიდა. იგი ჩეხურ "პლზენში" 2009-2016 წლებში თამაშობდა და "გაზიანთეფში" სწორედ ამ კლუბიდან გადავიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები