იტალიური პრესა: დე შილიო
Aa
Aa

იტალიური პრესა: დე შილიო "მილანს" ტოვებს!

იტალიური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "მილანს" სეზონის ბოლოს მატია დე შილიო დატოვებს. 

ცოტა ხნის წინ დე შილიომ "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლა არ გამორიცხა, რამაც "როსონერის" ტიფოზები გააღიზიანა და ფეხბურთელს "ემპოლისთან" მატჩისას სიტყვიერი შეურაცჰყოფა მიაყენეს. 

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, "მილანის" ხელმძღვანელები დე შილიოს პირადად შეხვდნენ და მომავალზე ისაუბრეს. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, 24 წლის დე შილიოს "სან სიროდან" აბარგება გადაწყვეტილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები