ვარანმა შესაძლოა
Aa
Aa

ვარანმა შესაძლოა "დეპორტივოსთან" ითამაშოს

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, შესაძლოა "დეპორტივოსთან" ოთხშაბათს გასამართ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

უკვე 24 წლის ვარანმა, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, ტრავმა სრულად მოიშუშა და გუშინ სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა. 

"სამეფო კლუბის" დაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ტრავმა 2 აპრილს, "ალავესთან" მატჩისას გაიმიზეზა და მოედანზე მას შემდეგ აღარ გამოსულა. 

ლა ლიგის 34-ე ტურში "დეპორტივო" "რეალს" 26 აპრილს უმასპინძლებს. შეხვედრა 23:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები