მანჩინი: ჰანდანოვიჩს „ჩემპიონთა ლიგაზე“ თამაში სურს
Aa
Aa

მანჩინი: ჰანდანოვიჩს „ჩემპიონთა ლიგაზე“ თამაში სურს

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ კლუბმა სამირ ჰანდანოვიჩის სურვილს პატივი უნდა სცეს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს სხვადასხვა კლუბებისგან შემოთავაზებები განიხილოს.

„ჰანდანოვიჩი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან სურს „ჩემპიონთა ლიგაზე“ ასპარესზობა. მე მისი მესმის, თუმცა ჩვენ ამ ტურნირზე მოხვედრა ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია. სამირის სურვილს პატივი უნდა ვცეთ და სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში ის ისეთ კლუბში უნდა გავუშვათ, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“ - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახვად, სამირ ჰანდანოვიჩის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები