250 მილიონი -
Aa
Aa

250 მილიონი - "სიტიში" სეზონის ბოლოს სერიოზული წმენდა იქნება!

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ხოსეპ გვარდიოლას ზაფხულში სასურველი ფეხბურთელების შესაძენად ყველანაირი პირობა ექნება. 

კლუბის ხელმძღვანელობა მას ტრანსფერებისათვის 250 მილიონ გირვანქა-სტერლინგს გამოუყოფს, რომლითაც ესპანელს სულ მცირე 4 უმაღლესი დონის ფეხბურთელის შეძენა სურს. 

გამოცემა ამ ეტაპზე 3 ფეხბურთელს ასახელებს, რომლებიც მანჩესტერელთა მთავარი სამიზნეები იქნებიან - "არსენალის" ფორვარდი ალექსის სანჩესი, "საუთჰემპტონის" მცველი ვირხილ ვან დიიკი და "ტოტენჰემის" განაპირა მცველი კაილ უოკერი. 

მარცხენა მცველის პოზიციაზე სასურველი ვარიანტები "მონაკოს" ფეხბურთელი ბენჟამინ მენდი და "მანჩესტერის" წევრი ლუკ შოუ არიან. გარდა ამისა, გვარდიოლა ინტერესს "ლიონის" საყრდენის, კორენტინ ტოლისოს მიმართაც გამოხატავს. 

ამრიგად, "სიტიში" სერიოზული წმენდა იგეგმება, რაც წამსვლელი ფეხბურთელების გარეშე გამორიცხულია. 

სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი იაია ტურეს, პაბლო საბალეტას, გაელ კლიშის, ხესუს ნავასს, ბაკარი სანიასა და ვილი კაბალიეროს უმთავრდებათ. მათი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები