ფაბიო კაპელო:
Aa
Aa

ფაბიო კაპელო: "რამოსი სამართლიანად გააძევეს"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, Fox Sports Italia-სთან "ელ კლასიკოს" შესახებ ისაუბრა. 

"სერხიო რამოსისთვის პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენება სწორი გადაწყვეტილება იყო. ნახეთ მომენტი კიდევ ერთხელ... ეს ნამდვილი კრიმინალია! 

ამავე დროს, მესის დამტვრევას "რეალის" სხვა ფეხბურთელებიც ცდილობდნენ. 

კრიშტიანუ ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა მესი გენიოსია! გასაოცარია, რასაც ის მოედანზე აკეთებს. სიმართლე გითხრათ, რაც მისი შესრულებით დღეს ვნახე აქამდე არასდროს მენახა". - განაცხადა კაპელომ. 

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი "რეალს" ორჯერ, 1996-1997 და 2006-2007 წლებში წვრთნიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები