შარაპოვა დღეს კორტს დაუბრუნდება
Aa
Aa

შარაპოვა დღეს კორტს დაუბრუნდება

ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მარია შარაპოვა ჩოგბურთში ბრუნდება.

იგი შტუტგარტის ტურნირში ჩაებმება და პირველ წრეში რობერტა ვინჩის დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, 20:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ შარაპოვას გასული წლის 26 იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია.

რუსი ვარსკვლავი აკრძალული პრეპარატის მოხმარების გამო დასაჯეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები