ბასილაშვილმა ბარსელონას ტურნირი იოლი გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

ბასილაშვილმა ბარსელონას ტურნირი იოლი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მიმდინარე კვირაში ბარსელონას 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე გამოდის. 

მან პირველ წრეში იაპონელი ტარო დანიელი მარტივად, 6:3 6:1 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში მსოფლიოს მე-10 ჩოგან, ბელგიელ დავიდ გოფინს დაუპირისპირდება. 

დღევანდელი მატჩი საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება ერთხელ წააგო, თანაც პირველ სეტში, როცა დანიელი 3:2 ბრეიკით დაწინაურდა. თავად ნიკოლოზმა მეტოქის მოწოდების აღება 5-ჯერ შეძლო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები