ფაბრეგასი:
Aa
Aa

ფაბრეგასი: "აზარი მესის შემდეგ საუკეთესოა"!

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა, თანაგუნდელ ედენ აზარის შესახებ ისაუბრა. 

"საერთო შესაძლებლობების მხრივ, აზარზე მაღლა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დგას და კარგად ვიცით ის ვინცაა - ლიონელ მესი. 

მას ხშირად ვესაუბრები და ყოველთვის ვეუბნები, რომ მოედანზე უფრო მეტად აგრესიული იყოს. 

ხანდახან ის ზედმეტად დამთმობია. მაგალითად, როცა გოლის გატანა შეუძლია, მაინც პასის გაკეთებას არჩევს და ამაზე ვსაყვედურობ ხოლმე. 

ჩემი აზრით, ის იმდენად გაპიარებული არაა, რამდენადაც ძლიერია. მას საკმარისად არ აფასებენ". - განაცხადა ფაბრეგასმა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს "ჩელსიმ"  FA CUP-ის 1/2 ფინალში, "ტოტენჰემი" 4:2 დაამარცხა და ფინალში "არსენალს" შეხვდება. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი სწორედ აზარმა შეაგდო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები