ბეილმა გულშემატკივრებისგან საშინელი შეფასება დაიმსახურა...
Aa
Aa

ბეილმა გულშემატკივრებისგან საშინელი შეფასება დაიმსახურა...

გუშინდელი "ელ კლასიკოს" შემდეგ საუბრები არ წყდება. მადრიდულმა Marca-მ თავის მომხარებლებს გამოკითხვა შესთავაზა, რომელშიც მათ "რეალის" ფეხბურთელთა თამაში 4 ბალიანი სისტემით (ბრწყინვალე, კარგი, ნორმალური და საშინელი) უნდა შეეფასებინათ. 

ბეილის თამაშს საშინელი შეფასება 1784 მომხმარებლიდან 1570-მა ადამიანმა მისცა, რაც ხმების 88%-ია. მისი ასპარეზობა ნორმალურად 10%-მა შეაფასა, ხოლო დანარჩენი მომხმარებლები, რომელთაც "კარგი" და "ბრწყინვალე" დააწკაპეს, ასეთი კი 1-1% აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ხუმრობის ხასიათზე იყვნენ.

ბეილის შემდეგ ყველაზე უარყოფითი შეფასება კარიმ ბენზემამ დაიმსახურა - 70%. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები