კანტე პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!
Aa
Aa

კანტე პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

პრემიერ ლიგის 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ნგოლო კანტე გახდა.

დაჯილდოვების ცერემონია გუშინ გაიმართა და ფრანგ ნახევარმცველს ჯილდო დევიდ ბექჰემმა გადასცა.

"უზომოდ ვამაყობ ამ ჯილდოს მოპოვებით. ეს გასაოცარია და ჩემთვის დიდი პატივია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს გუნდური მუშაობის დამსახურებაა". - წერს კანტე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ეს ჯილდო რაიად მაჰრეზს გადაეცა.

რაც შეხება კანტეს, ის "ლესტერიდან" "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდა. მის სანაცვლოდ აბრამოვიჩის გუნდმა 32 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები