ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "მარცხის მიზეზი მხოლოდ მესი არ ყოფილა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"როცა ანგარიში 2:2-ია და 10 კაცით ხარ, რა თქმა უნდა, დაცვას ძალიან დიდი ყურადღ​ება უნდა მიაქციო.

10 კაცით ვიყავით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ბოლოს რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ. ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.

რაც შეეხება ლეო მესის, ის გუნდს მოგებაში დაეხმარა. მესიმ ამ შეხვედრაში 2 გოლი გაგვიტანა, მაგრამ მარცხის მთავარი მიზეზი მხოლოდ მესი არ ყოფილა.

ისეთ მომენტებში, როცა ბურთის კონტროლი იყო საჭირო, ჩვენ ამ ხერხს არ მივმართეთ და ყველაფერი ლოგიკურად მოხდა". - განაცხადა ზიდანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები