ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა"

მადრიდის "რეალთან" მოგებული მატჩის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

"მოედანზე ვიხილეთ ორი დიდი გუნდი, რომელთა მთავარი მიზანი მოგება იყო. საბოლოოდ, ეს დღე ჩვენთვის უკეთესი გამოდგა.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ.

რაც შეეხება ლეო მესის, თამამად ვიტყვი, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში და ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს.

საბოლოოდ, კარგია, რომ "ჩემპიონთა ლიგაზე" განაწყენების შემდეგ, ყველა კატალონიელი გახარებულია".  აცხადებს ენრიკე.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" სტუმრად "რეალი" 2:3 დაამარცხა და ლა ლიგაში გალიდერდა, თუმცა მის მეტოქეს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები