Aa
Aa

"ელ კლასიკოს" ერნანდეს ერნანდესი იმსაჯებს

ლა ლიგის 33-ე ტურში გასამართ "რეალისა" და "ბარსელონას" შეხვედრას ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი იმსაჯებს. 

34 წლის მსაჯს ეს პატივი უკვე მეორედ ერგო, რადგანაც გასული წლის 2 აპრილს, როცა "ნოუ კამპზე" "რეალმა" 2:1 იმარჯვა, შეხვედრას ის სჯიდა. 

ბოლო მატჩი, რომელიც მან განსაჯა 19 მარტით თარიღდება, მაშინ როცა იგი სწორედ "ბარსელონასა" და "ვალენსიას" თამაშს უძღვებოდა - "ბარსამ" 4:2 მოიგო.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაც, რომელშიც "ბარსელონამ" "სევილია" 3:0 გაანადგურა, ერნანდეს ერნანდესის მეთვალყურეობით ჩატარდა.

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ერნანდეს ერნანდესის დებიუტი 2012 წელს შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები