არიგო საკი:
Aa
Aa

არიგო საკი: "დღევანდელი "იუვენტუსი" ევროპაში ყველაზე დაბალანსებული გუნდია"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, ჟურნალისტებთან "იუვენტუსის" შესახებ ისაუბრა. 

"ამ გუნდს აქვს ყველაფერი, რათა თამაში ნებისმიერ მომენტში გააკონტროლოს. მაგალითად, "იუვეს" შეეძლო "ბარსელონასთან" მეორე თამაშშიც არა კონტრშეტევაზე, არამედ უფრო აქტიურად ეთამაშა. 

დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება გუნდს თავდაჯერებას შემატებს, რაც კიდევ უფრო სერიოზული წარმატების წინაპირობაც შეიძლება გახდეს.

გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ეს ფორმაციის "იუვენტუსი" ევროპაში ყველაზე დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდია". - განაცხადა საკიმ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები