დელ პიერო:
Aa
Aa

დელ პიერო: "იუვეს" "ჩემპიონთა ლიგის" მოგება შეუძლია"!

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, ჟურნალისტებთან თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა. 

"გუნდმა ყველაფერი ბრწყინვალედ გააკეთა. "იუვემ" "ბარსელონა" ისე გაიარა, რომ ორი მატჩის ჯამში გოლიც არ გაუშვა. 

"იუვენტუსმა" ამ ტურნირის 1/2 ფინალში ბოლო 3 სეზონში მეორედ გააღწია, რაც თავისთავად ბევრი რამის ინდიკატორია. 

ალეგრის გუნდი თავს საუცხოოდ იცავს და დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, "იუვეს" "ჩემპიონთა ლიგის" მოგება შეუძლია". - აცხადებს "პინტურიკიო". 

გეტყვით იმას, რომ 42 წლის დელ პიერო, ამჟამად ტელეკომპანია SKY SPORTS-ის კომენტატორია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები