მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "უპირატესობა გვაქვს, თუმცა მას გამოყენება უნდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ბელგიურ "ანდერლეხტთან" მატჩის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ამ ტურნირზე ჩემმა გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. ახლა ჩვენ სახლში ვთამაშობთ. აღნიშნული ფაქტორი უპირატესობას გვანიჭებს, თუმცა მას გამოყენება უნდა. რა თქმა უნდა, "იუნაიტედი" 0:0-ზე "ანდერლეხტთან" არ ითამაშებს". - განაცხადა მოურინიომ.

მანჩესტერელებმა ბელგიაში დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქეს ვერ მოუგეს და მას 1:1-ზე გაეყარნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები