ებრალიძემ
Aa
Aa

ებრალიძემ "პორტოს" მეორე გუნდს გაუტანა!

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 37-ე ტურში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" სტუმრად "პორტუს" მეორე გუნდს შეხვდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

55-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, "ჟილ ვისენტემ" პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, თუმცა 11-მეტრიანი მეკარემ მოიგერია, ებრალიძემ კი დამატებაზე ყველას დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 

"ჟილ ვისენტემ" უპირატესობა ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან და გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა. 

ებრალიძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მსაჟის მიერ კომპენსირებულ წუთებამდე ითამაშა. 

ქართველი ფეხბურთელის გუნდი 55 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები